08:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 10:42:39, 1973 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე კრწანისის რაიონის სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვები გააცნო.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას აწყდება.

თბილისის მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ აღნიშნული საკითხი მისი მერობის პირობებში მოგვარდება.

„რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩემი მერობის პირობებში ეს საკითხი იქნება მოგვარებული. არსებობენ ოჯახები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ ოჯახები, თაობები გაიზარდა ამ ოჯახებში და დღემდე ცხოვრობენ იმის შიშით, რომ არ გამოასახლონ. ვპირდები მათ, რომ ხელცარიელს არ დავტოვებ ამ ბიუროკრატიის პირობებში“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს ოჯახები გაიმიჯნებიან მათგან, ვინც 2012 წლისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში მიზანმიმართულად იჭრებოდა.

კახა კალაძე ამომრჩეველს ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და ურბანული საკითხების გარდა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზეც ესაუბრა.

მისი თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება, მუნიციპალური პროგრამები კიდევ უფრო დაიხვეწება.

კახა კალაძესთან ერთად კრწანისის მოსახლეობას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტარი ბექა ოდიშარია და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე შეხვდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics