08:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 10:28:03, 2716 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, პარლამენტის თავმჯდომარემ 24 სექტემბერს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა პრეზიდენტმა სხდომის მოწვევაზე უარი თქვა.

„24 სექტემბერს,14:00 საათზე გაიგზავნა ჩვენგან შეტყობინება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ვადის ათვლა იწყება სწორედ მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან, აქედან გამომდინარე ჩვენ 48 საათის განმავლობაში უფლებამოსილი ვართ შევიკრიბოთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 26 სექტემბერს, 14 საათიდან დავიწყოთ პლენარული სხდომა. შესაბამისად, ჩვენ შევუდგებით საკონსტიტუციო პაკეტის განხილვას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics