17:20 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 15:02:08, 2122 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ოპოზიცია ცდილობს, საკონსტიტუციო პროცესს ჩრდილი მიაყენოს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს საკონსტიტუციო პროცესს ჩრდილი მიაყენოს.

როგორც მდინარაძემ განმარტა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამისთვის, ვენეციის კომისიის დასკვნის ინტერპრეტაციას ახორციელებენ.

"ოპოზიცია მთელი ამ ხის განმავლობაში, რაც საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს, ყოველდღიურად ცდილობს რომ, რამენაირად ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. თუმცა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და თქვა სიმართლე, რომ ეს არის პროგრესული კონსტიტუცია. ამასთან, დაკავშირებით ინტერპრეტაციებს აკეთებენ და მანიპულაციას მიჰყვეს ხელი. იმასაც ამბობენ, რომ იქ თითქოს ნეგატივები ჭარბობს, რაც ასევე ტყუილია. მთავარი ის არის, რომ ცოტა ხანში არავის ემახსოვრება მათი უპასუხისმგებლო განცხადებები. ჩვენ მივიღებთ დემოკრატიულ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ, ძალიან მაგარ კონსტიტუციას და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მყარი გარანტი", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics