|
2017-09-25 12:58:57, 1981 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში და ქურდობაში ბრალდებული ო.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16.00 საათზე, ო.მ. და კ.რ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ს.ვ.-ს კუთვნილი „ბმვ"-ს მარკის ავტომობილიდან ფარულად დაეუფლნენ ხელჩანთას, მასში არსებულ ნივთებსა და ფულად თანხას. ო.მ.-ს და კ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ს.ვ.-ს 5 880 ლარის ზიანი მიადგა. ჩადენილი დანაშაულიდან მეორე დღეს ო.მ.-ს და კ.რ.-ს ფარულად დაუფლებული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდათ, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. რამდენიმე საათის შემდეგ აღნიშნული პირები საკითხის გარკვევის მიზნით, ქ. თბილისში ჟ.შარტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ო.მ.-მ მოკვლის განზრახვით კ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად კ.რ. 15 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ო.მ. 16 იანვარს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)