2017-09-22 15:17:54, 2586 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ამჯერად აკრძალვები იმ კომპანიებს შეეხებათ, რომლებსაც ფხენიანთან ბიზნეს კავშირები აქვთ.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ახალი სანქციების მიზანია ჩრდილოეთ კორეას იმ წყაროებთან წვდომა აუკრძალოს, რომლებიც კაცობრიობისთვის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღის შექმნას აფინანსებენ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია 12 სექტემბერს მიიღო. ცნობისთვის, ფეხნიანმა ბალისტიკური რაკეტა 15 სექტემბერსაც გაუშვა.
ავტორი: ,