|
2017-09-22 10:46:21, 1966 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა
ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი გადავდგით და საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება. „მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყო, ძალიან ბევრი კომპრომისი იქნა მმართველი გუნდის მხრიდან გაწეული, ძალიან ბევრი საკითხი იყო დათმობილი ოპოზიციისთვის. ვინაიდან მათგან გრძელდებოდა მოთხოვნები და ძალიან ბევრი საკითხი იყო დაყენებული, გადავდგით კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა იმ პროექტში, რომელიც ახლა არის წარდგენილი. პირველი ცვლილება შეეხება ე.წ ბონუსის სისტემას, რომელსაც ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებდა ოპოზიცია და შესაბამისად, 2024 წლიდან ქვეყანა გადავა მთლიანად პროპორციულ არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ოპოზიციის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ბლოკების დაშვება. ბლოკების დაშვება 3%-იან ბარიერთან ერთად კომბინაციაში ერთჯერადად მოხდება 2020 წლის არჩევნებისთვის",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კონსტიტუცია რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით შეიცვლება. „ვინაიდან პირველი და მეორე მოსმენის საკითხების შეცვლა რეგლამენტის მიხედვით ახლა შეუძლებელია ანუ მესამე მოსმენის სტადიაზე ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან შინაარსობრივ ცვლილებებს დოკუმენტში ვერ შევიტანთ, მივყვებით პროცედურებს და ინიცირებას გავუკეთებთ ახალ პროექტს, რომელშიც მხოლოდ ეს ორი საკითხი იქნება მოცემული",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ მმართველი გუნდი კვლავ რჩება კონსტრუქციულ რეჟიმში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ოპოზიცია და პრეზიდენტი იყვნენ დესტრუქციულები. „მთელი ამ პროცესის განმავლობაში ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობების მერე, კიდევ გამოვხატეთ ასეთ დათმობებზე წასვლის სურვილი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია კი იყო დესტრუქციული", -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)