|
2017-09-21 13:59:08, 2394 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ ახალციხეში მაღაზია გახსნა
ელიტ ელექტრონიქსმა ახალციხეში, კოსტავას ქ. 39ა-ში ტექნიკის პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი დახვდება მომხმარებელს. კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციას სთავაზობს ყველა პროდუქტზე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით შეძენისას. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდები - Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა. ელიტ ელექტრონიქსი არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი, აგრეთვე LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი. ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს. ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს ელიტ ელექტრონიქსის დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
(R)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)