|
2017-09-21 13:13:55, 2327 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით
მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მეთიუ ფოქსთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კონკრეტულად, მისი ყველაზე რთული - რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის თვალსაზრისით „აზიის განვითარების ბანკი სრულად ახორციელებს აღნიშნული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და დიზაინს, ასევე, ბანკი დააფინანსებს ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია თბილისი-ლარსის გზის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება," - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია. „აზიის განვითარების ბანკიც აღიარებს, რომ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო მათი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)