12:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 10:32:39, 2358 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარიამ შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა დაათვალიერა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი გრძელდება. გიორგი გახარია ამჯერად შეხვედრებს შანხაიში მართავს.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა მოინახულეს და მის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა ჩინეთში ყველაზე დიდია, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური 30 ათასამდე კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ღვინის მწარმოებლებიც. გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი იმ გამოცდილების საქართველოსთვის გასაზიარებლად, რომელიც შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონას გააჩნია.

,,ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონა გვაქვს. ვიცით, რომ ჩინეთი თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონების განვითარებაში  საუკეთესოა მსოფლიოში. ამ პავილიონებში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცალცალკე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართული კომპანიები და საქართველო აქ იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, ,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ სავაჭრო ზონაში ქართული ღვინის, წყლის, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიული პროდუქციის მწარმოებლები ადგილობრივ მოსახლეობას ქართულ პროდუქტს გააცნობენ.

„ეს არ იქნება მხოლოდ გაცნობა. ეს იქნება გაყიდვებზე მომუშავე არხები - ელექტრონული, ინტერნეტით, ადგილზე მოსვლით მსგავს დარბაზებში და ა.შ. ამიტომ, ძალიან სასარგებლო და შთამბეჭდავია ეს ყველაფერი თავისი მასშტაბურობით. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მოგვეწონა, იყო ის, რომ  გამყიდველ და მყიდველ კომპანიებს შორის კავშირი ძალიან გამარტივებულია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ საქართველოში", -აღნიშნა  გიორგი გახარიამ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics