|
2017-09-18 21:56:20, 2102 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკა და მისიძირითადი მიმართულებები წარუდგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას,პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. საპრანსპორტო პოლიტიკა მოიცავსსაზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების და მგზავრობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების არსებით შემცირებას და ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარიხის ამაღლებასა და უსაფრთხოების ზრდას. მერობის კანდიდატმაგანსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამ მიმართულებით თბილისში მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი. „ზოგადად, ეკოლოგია დაეკოლოგიური თვალსაზრისით პროექტების განხორციელება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა მან. ამასთან, კალაძემ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, ღონისძიებაზე იმყოფებიან დარგისსპეციალისტები, რომლებიც სატრასპორტო პოლიტიკის მომზადების პროცესშიდა იმისთვის, რომ ქალაქში სამომავლოდ ბევრი სწორი პროექტი განხორციელდეს, თვეების განმავლობაში მის გუნდთან ერთად მუშაობდნენ. „ასევე ძალიან მიხარია, რომ ბევრი ახალგზარდაა დღეს ჩვენთან წარმოდგენილი. მინდა გითხრათ,ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ერთად უნდა განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი და თქვენ როლი. ახალგაზრდების როლი ამ საქმეში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მჯერა, რომ თქვენი თანადგომა გვექნება. ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენთაგანის და ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)