04:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 18:56:03, 2632 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი რეგიონში მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს.

როგორც მან ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. 

“ჩემი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, უკვე გვაქვს 4-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდება და  შესაბამისად, ის პრობლემებიც გადაიჭრება, რომელიც დღეს ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს”, - აღნიშნა გოგიამ.

პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics