|
2017-09-16 10:54:45, 2486 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით
მნიშნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე. „მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) კერო სექტორში ჩართულობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვება. დარწმუნებულები ვართ, IFC-ისთან ერთად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა. ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)