|
2017-09-15 13:05:36, 2094 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა. „მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორგანვითარებას,თუმცა, ახლა,გულწრფელადმინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერიობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებისთვის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. კახა კალაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, სწორედ საზოგადოება დადგება ხელისუფლების გვერდით, რათა ის პრობლემები ერთად გადაწყვიტონ, რაც ქალაქს ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით აქვს. „მჯერა, რომ ჩვენ შევქმნით ამ ქალაქის ახალ, საამაყო ისტორია, სადაც სათანადოდ იქნება დაფასებული ქალაქის წარსული, ყველა უბანი იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და თანაბრად განვითარებული, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და სასურველი იქნება ადამიანებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)