|
2017-09-14 17:29:07, 1902 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის დაფინანსებით კასპში პირველი სოციალური საწარმო შეიქმნა
საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ კასპში პირველი სოციალური - წნელისგან ავეჯის და სხვადასხვა ინვენტარის დამამზადებელი საწარმო შექმნა. 2016 წელს საქართველოს ბანკის ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, კასპის შშმ პირთა კავშირის პროექტმა 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნული დაფინანსებით გარემონტდა, შშმ პირებისთვის ადაპტირდა, ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა, სოციალური საწარმო. აღსანიშნავია, რომ 3 თვის განმავლობაში 7-ი შშმ პირი პრაქტიკული აქტივობების საფუძველზე დაეუფლა წნელზე მუშაობის ხელობას, როგორიც არის: წნელის გამოხარშვა, გაფცქვნა, დამუშავება და მისგან კალათების, ჭაღების, თასების, ავეჯის და ა.შ ნაკეთობების დამზადება. ბენეფიციარებმა, მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, დასაქმდნენ აღნიშნულ სოციალურ საწარმოში და გაუჩნდათ საკუთარი შემოსავლის წყარო. მათ ასევე შესაძლებლობა გაუჩნდათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა პროცესებში, სოციალური საწარმოს სახით უკვე არის სწორედ მათთვის განკუთვნილი ადაპტირებული შეკრების ადგილი - სოციალიზაციის და საქმიანობის სივრცე. სოციალური საწარმოს შემოსავალი კასპის შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალურ მიზნებს მოხმარდება, ეტაპობრივად მოხდება საწარმოს გაფართოება და შშმ პირების დასაქმების ზრდა. საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტით თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)