19:29 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 12:06:23, 2183 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის აჭარის რეგიონის მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“  დირექტორი თათია ხოჭოლავა აჭარის რეგიონის მოხალისეებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა.

შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება. ბათუმში სერტიფიკატი 50-მდე მოხალისეს გადაეცა.

როგორც თათია ხოჭოლავამ განაცხადა, დღეიდან ყველა იუსტიციის სახლის მოხალისე სერტიფიკატს ეტაპობრივად მიიღებს. „მოხალისე“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „იუსტიციის სახლის“   ერთობლივი პროგრამაა, რომელიც იუსტიციის სახლებში 2014 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს პროგრამაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 617 ახალგაზრდა  ჩაერთო.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 14-21 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში მოხალისეობრივ საწყისებზე ეხმარებიან.  თავდაპირველად ახალგაზრდებს უტარდებათ იუსტიციის სახლის მომსახურებებისა და სერვისების შესახებ ტრენინგი, ეცნობიან მოხალისეების უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად მოხალისეობრივ საქმიანობაში ერთვებიან.

2014-2017 წლებში პროგრამაში 2 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,   მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.    

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics