|
2015-01-15 14:04:57, 2138 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: მინისტრების პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, კოორდინირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მინისტრების დასწრებასთან დაკავშირებით, მთავრობაში კოორდინირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის შესახებ ბერუჩაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. „მგონი ეს არ არის ყველაზე მნშვნელოვანი საკითხი საქართველოში. ამ თემასთან დაკავშირებით იქნება კოორდინირებული გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად მოვიქცევით“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა ცნობისთვის, თებერვალში, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური შემაჯამებელი სიტყვით წარსდგება. ჯერჯერობით უცნობია დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის ამ გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)