18:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 02:54:18, 1904 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას რეფერალური სტატუსის მიღება აქვს დაგეგმილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საცნობარო ლაბორატორიებს ეწვივნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო იმ პრაქტიკული ინფორმაციის მოგროვება, რომელიც მომავალში  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასსაშუალებას მისცემს დამატებითი - რეფერალური ფუნქცია შეითავსოს.

რეფერალურია ლაბორატორია, რომელსაც ენიჭება კვლევის შედეგების დამადასტურებლის ფუნქცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება გარკვეულ მაჩვენებლებზე სადაო შედეგების გადამოწმება.

საქართველოში მსგავსი ინსტანციის ჩამოყალიბების შედეგად, ფერმერებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებზეა გაწერილი, ეროვნულ რეფერალურ ცენტრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა ჩამოყალიბდეს: ეს იქნება ლაბორატორიული კვლევების სფეროში ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანცია და კვლევების შედეგების თაობაზე დავების შემთხვევაში მისი დასკვნა საბოლოო იქნება. რეფერალურ ცენტრად ჩამოყალიბება კი სხვადასხვა პროცედურების გავლას მოითხოვს.

„რეფერალური სტატუსის მისაღებად, ჩვენი ლაბორატორიის ხარისხის მართვის სპეციალისტებსმუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება კი, აღნიშნული პროცესის განხორციელებას უფრო მეტად დააჩქარებს“,-განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია INIA - სა (The Spanish National Institute for Agriculture and Food Research and Technology) და Pirbright-ის  (Institute  in England) ინსტიტუტებთან წლების მანძილზე თანამშრომლობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები პროფესიული კომპეტენციის ტესტირებას სწორედ ამ ინსტისტიტუტებში გადიან.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics