2017-09-13 02:04:31, 2332 ნახვა
საზოგადოება
პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა.
ნარმანიას თქმით, მერიაში შესული ბიზნეს წინადადება განხილვის პროცესშია.
"ეს წინადადება, როგორც ბიზნეს წინადადება, განხილვის სტადიაზეა და მივიღებთ აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას. პარკინგი ამ ტერიტორიას დამატებით აუცილებლად სჭირდება. პეკინის რეაბილიტაცია არ მოიცავდა მიწისქვეშა პარკინგის გაკეთებას, ეს ცალკე დამოუკიდებელი პროექტია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ,