|
2017-09-12 09:17:00, 1901 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტით ჰარვარდის ბიზნესის სკოლა დაინტერესდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე დღეს საქართველოში სტუმრად მყოფ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს მიტჩელ ვაისს და ელენა კორსის შეხვდა. შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის დეტალები და მიღწეული შედეგები გააცნო. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში წარმატებით გამოიყენა. სწორედ ამან განაპირობა წამყვანი ბიზნესის სკოლის დაინტერესება. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები საქართველოში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტის შესახებ დოკუმენტს ამზადებენ, რომელშიც პროექტის დანერგვის ისტორია, ძლიერი მხარეებისა და რისკების შეფასებები, განხორციელების ვადები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. ჰარვარდის ბიზნესის სკოლა საქართველოში მიმდინარე ბლოკჩეინის პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ სიტუაციურ ანალიზს (case study) სასწავლო პროგრამებში გამოიყენებს. საქართველოს მაგალითი ბიზნესის სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებშიც იქნება განხილული. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სასწავლო პროგრამებში საქართველოს წარმატებული მაგალითის შეტანა საერთაშორისო აკადემიური და ბიზნესწრეების დაინტერესებას, საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)