|
2017-09-12 07:56:23, 2361 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია: სააკაშვილი სასტუმრო „ლეოპოლისის“ ნომერში 6-დან 15 ათასამდე გრივნას იხდის
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნომერი სასტუმრო "ლეოპოლისში" მინიმუმ 200 დოლარი ღირს, - აღნიშნულ თემაზე მასალას უკრაინული გამოცემა Pravda აქვეყნებს. მედიის ცნობით, სტანდარტული ნომრის საფასური სასტუმრო "ლეოპოლისში" 6 264 ათასი გრივნა ღირს, რაც დაახლოებით 200 დოლარს შეადგენს. 50-მეტრიანი ლუქს-ნომერი 12 229 გრივნა (500 დოლარამდე) ღირს, ხოლო 75-მეტრიანი ლუქსის საფასური 14 962 გრივნას შეადგენს (650 დოლარამდე). აღნიშნული საკითხი მედიაში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი დაინტერესდა სააკაშვილის ფინანსური მდგომარეობით და ყოფილ გუბერნატორს კონკრეტული კითხვა დაუსვა: „რით იხდით სასტუმროს ნომრის საფასურს?". "გუშინ ვთავაზობდი ვახშმის საფასურის გადახდას, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემთან ერთად იყო 4 ბიჭი და მათ არ გადამახდევინეს. თუკი თქვენთვის მთავარი კითხვაა, ვინ იხდის ჩემი ნომრის ანაზღაურებას, ვინ მიყიდა ქურთუკი ან ვინ გადამიხადა ვახშმის საფასური, მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, თქვენ კი უამრავ სისულელეს მეკითხებით. მე ვიყავი პრეზიდენტი და კუჩმაც პრეზიდენტი იყო. რატომ არასდროს არ გიკითხავთ მისთვის თუ საიდან აქვს ფული და რით იხდის სასტუმროში ნომრის საფასურს? კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიყავი პრეზიდენტი და მაქვს მხოლოდ ერთი ანგარიში უკრაინის ბანკში გახსნილი, რომელზეც დაახლოებით 5 ათასი ევრო მაქვს დარჩენილი. მაშინ როდესაც კუჩმა მილიონობით ფულს იღებს. მან შექმნა ტელევიზიები, აიყვანა ჟურნალისტები, რომლებიც პროპაგანდას აწარმოებენ. მე ამას არ მოვითმენ. არ მოვითმენ, რომ კუჩმასნაირებმა ჩემს შემოსავლებზე ილაპარაკონ. პრაქტიკულად არ გამაჩნია უძრავი ქონება, მაქვს მხოლოდ ერთი სახლი საქართველოში, რომელიც 70 კვადრატულ მეტრს შეადგენს. არასდროს არაფერი მომიპარავს, რაც კი გამაჩნდა აქეთ ქვეყანას მივეცი. ეს არის ჩემი ისტორია", - ასე უპასუხა სააკაშვილმა ჟურნალისტს.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)