|
2017-09-12 06:07:51, 1982 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას განაგრძობს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ თანამშრომლობის მემორანდუმი სამ ორგანიზაციასთან პროექტ „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გააფორმა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. მემორანდუმის მიხედვით Hilfswerk Austria International, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და „მეწარმე ქალთა ფონდი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს. დოკუმენტს პარტნიორი ორგანიზაციებიდან ხელი მოაწერეს ნიკოლ მარია ბაუერმა, იულია ხარაშვილმა და მერი გელაშვილმა. პროექტის მიზანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში მსჯავრდებულების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების რესოციალიზაცია, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახებისთვის ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლის შექმნა. პროექტში ჯამში 400 ბენეფიციარი ჩაერთვება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შიდა ქართლის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს. პროექტის ფარგლებში მხარეები ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებით, ერთად შექმნიან დამატებით ტრენინგებსა და თანამშრომლობის მოდელებს. პროექტის ბიუჯეტიდან გამომდინარე, დაგეგმილია სტაჟირების დაფინანსებითა და მცირე გრანტების გაცემის გზით ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასაქმება. როგორც ცნობილია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 2012 წლიდან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)