|
2017-09-12 04:58:53, 1939 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ლიგა - განვლილი ტურის მიმოხილვა
9-10 სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, “მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მორიგ ტურს უმასპინძლა. თამაშები, როგორც ყოველთვის, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. უმაღლეს ლიგაში საინტერესო გამოდგა ცხრილის ოთხეულში მყოფი გუნდების დაპირისპირება. ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, სადაც „ნახალოვკა“ „სეუს“ დაუპირისპირდა, სეუელთა გამარჯვებით 1:5 დასრულდა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე გიორგი მოდებაძე (სეუ) გახდა, რომელმაც 3-ჯერ დაამწუხრა ნახალოვკელები. ტურის მეორე ცენტრალური დაპირისპირება ცხრილის ლიდერ „უქიმერიონსა“ და მესამეადგილოსან „აფხაზეთს“ შორის გაიმართა. „უქიმერიონის“ ფეხბურთელებმა თავიდანვე მოიპოვეს ბურთზე კონტროლი, რაც მათ მიერ გატანილ გოლებზე აისახა. ამ გამარჯვებით (6:0), „უქიმერიონი“ კვლავ ცხრილის ლიდერია და მეორეადგილოსან „სეუს“ 2 ქულით უსწრებს. საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა “დიდუბესა“ და „35-ე თბილისს“ შორის გამართული შეხვედრა, რომელიც დიდუბელთა გამარჯვებით (4:3) დასრულდა. მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა შეხვედრა „ტტცსა“ და „კვარტალს“ შორის, რომელიც „ტტცს“ გამარჯვებით (4:0) დასრულდა. ცხრილის შუაში მყოფმა „ვაზისუბანმა“ კი, დამაჯერებლად იმარჯვა ბოლოადგილოსან „ბასკისთან“ (8:1). მეტად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები პირველ ლიგაში. გუნდები მეორე ეტაპს ორმაგად მოტივირებულები შეხვდნენ, რაც ანგარიშებზე და თამაშის ხარისხზე დადებითად აისახა. ტურის სენსაციად „პლატინუმის“ მეორედ წაგება შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ შეხვერდაში „ბასამ“ შეძლო და ურთულესი 3 ქულა მოიპოვა. „პლატინუმის“ წაბორძიკებით ისარგებლა პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“ ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტპორტალები: „sportstar.ge” „მსოფლიო სპორტი“ “goal.ge” “1news.ge”; “epn.ge” “ავტორადიო“ რადიო „ჯაკო“ თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|











epn.ge (@expressnews.ge)