|
2017-09-12 02:58:08, 2005 ნახვა
საზოგადოება
„ბიბლუსში“ საქართველოს რუკის ფორმის სუვენირი იყიდება, რომელზეც აფხაზეთი დატანილი არ არის
მომხმარებელმა მაღაზია „ბიბლუსში“ საქართველოს რუკის ფორმის სუვენირი აღმოაჩინა, რომელზეც აფხაზეთი დატანილი არ არის. ნინო მჭედლიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აღნიშნული სუვენირი „ბიბლუსის“ ქსელში სხვა სათამაშოებთან ერთად იყიდება და მისი ღირებულება სულ რაღაც 4 ლარს შეადგენს. „დღეს ვნახე ბიბლუსში.... თავიდან მეც გატეხილი მეგონა... არა აფხაზეთი მოჭრილი აქვს, სუვენირია და საქართველოში იყიდება“,-წერს ნინო მჭედლიძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ბიბლუსმა“ განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიმწოდებლებმა მაღაზიას რამდენიმე ცალი ხარვეზიანი სუვენირი „შეაპარა“. მათივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე „ბიბლუსის“ იურისტები დღესვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს. „რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იყიდება სუვენირი - საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი. გვინდა იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმეცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი. საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე“,-ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)