|
2017-09-12 02:52:38, 2080 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პასპორტი პეტრო პოროშენკოს აქვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი პასპორტი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აქვს. სააკაშვილმა პრეზიდენტ პოროშენკოს მიმართა და აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების საშუალებას არ მისცემს. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა პროპაგანდა, თითქოს მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რაც მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. "უკრაინის მოქალაქეები მათ მიაჩნიათ სულელებად, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს. თავად ვიყავი ოდესღაც მესაზღვრე, მაშინ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის საზღვარზე ვიდექი, მაგრამ იმ დროიდან შემოვინახე კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან და ზოგიერთი მათგანი ახლაც მსახურობს, მათთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს. დიდად ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, ყველა ჩვენს სამხედროს. ასევე ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს. არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას, არ ვცემ პატივს, მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ არ იცვლება, რომლებიც რეალურად იცავენ უკრაინას. მზად ვარ, გავიარო ყველა პროცედურა, არ მაქვს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი, მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომლებიც მასთან ერთად ცდილობენ, განახორციელონ დანაშაულებრივი მოქმედებები, ვერ შეცვლიან ჩემს პოზიციებს, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე", - აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)