|
2017-09-12 01:41:45, 2111 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მოზარდებისათვის აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება
თბილისში მოზარდებისათვის აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნება, რომლის ამოცანაცაა სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღებასა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს. აზროვნების აკადემია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი და მათ წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს. სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს. „ლეტერატო - ესაა სივრცე, სადაც ბავშვებს ელით აღმოჩენებით აღსავსე სამყარო, რომელშიც თავად ხდებიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პროცესის მთავარი მონაწილე. ამ პროცესში მოზარდები იძენენ მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს, რაც მათ ზრდასრულ ცხოვრებაშიც ძალზე გამოადგებათ. გარდა ტრადიციული სასწავლო პროცესისა, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დებატებში, შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებს, ექნებათ გასვლითი გაკვეთილები“ - აღნიშნავს „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რაზმაძე. აზროვნების აკადემია სასწავლო პროცესს 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. ამჟამად მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. აკადემია დაახლოებით 150 მოსწავლეზეა გათვლილი. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „ლეტერატოს“: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 3 (კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“) Facebook.com/letteratoschool; 2letterato@gmail.com 599510339; 599350609
(R)
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)