17:52 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 09:20:36, 2017 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება

თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება. 

 როგორც  თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის  სამუშაოები წყნეთში მიმდინარეობს, სადაც 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრა. 

"სანიტარული ჭრები განხორციელდა ასევე კოჯორსა და ოქროყანაში.

თბილისის მერიის გამწვანების სამსახური სანიტარულ ჭრებს პერიოდულად ახორციელებს. მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრა განხორციელდა კუს ტბაზე, ბეთანიაში, შინდისში, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში. 

აღნიშნული ღონისძიებები კომპლექსურად ხორციელდება. იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას.

2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.

თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც  რეაგირების ღონისძიებების გეგმა შემუშავდა",-ნათქვამია განცხადებაში. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics