|
2017-09-11 05:45:07, 2206 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და ტექნიკური დახმარებისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. „სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ-მინისტრთან, ისე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობა და პროგრესი, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდიდან მიღებული პროგრამა პრაქტიკულად მთავრობის 4-პუნტიანი გეგმის მხარდაჭერის პროგრამაა. „სწორედ სავალუტო ფონდის მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა,რომ დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა მოვიზიდოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)