13:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 02:29:34, 2360 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო

„სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადაცემას, მათ კი რა გააკეთეს?“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ლვოვში განუცხადა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სააკაშვილმა ლვოვის მერიის შენობაში უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ლვოვის მერთან შეხვედრა გამართა, თუმცა რაზე შეთანხმდნენ პოლიტიკოსები, უცნობია.

 „სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადაცემას. შემდეგ კი, სანამ სასამართლოში ჩემს უფლებებს დავიცავდი, მეგობრებს შევხვდებოდი და ამ დროს თქვენთან ერთად გავატარებდი. მათ კი რა გააკეთეს? ხალხი აბუჩად აიგდეს, რაღაც აფეთქების შესაძლებლობის იმიტაცია შექმნეს, ე.წ. ტიტუშკები მოიყვანეს, დააშინეს მატარებლის გამცილებლები, იქ მყოფი მგზავრები, შექმნეს ხელოვნური რიგი საზღვარზე. უკრაინელმა ხალხმა იცის, როგორ დაიცვას თავისი უფლებები. მე მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო, რადგან თუ ის შედგება როგორც სახელმწიფო, ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics