|
2017-09-08 14:30:07, 2684 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შსს: ავტომობილის აფეთქებისას დაღუპული თემურ მახაური უკრაინაში პირობით სასჯელს იხდიდა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის არტიომ შევჩენკოს ინფორმაციით, კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური უკრაინაში იაარღის უკანონო შენახვისთვის პირობით სასჯელს იხდიდა, - ამის შესახებ TSN.UA იუწყება. როგორც შევჩენკომ აღნიშნა, მახაური იარაღის უკანონო შენახვისთვის ურკაიანში 2017 წელს დააკავეს. „ეს პირი საკმაოდ ცნობილია კრიმინალურ წრეებში, მისი სახელია თემურ მახაური. ის საქართველოს მოქალაქეა. მას სხვადასხვა ჩეჩნურ წრესთან მყარი კავშირები ჰქონდა. მან გამოძიებასთან შეთანხმება გააფორმა, აღიარა დანაშაული და მიიღო პირობითი სასჯელი“, - განაცხადა შევჩენკომ. უწყების სპიკერის ცნობით, მახაურის ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. შევჩენკოს განმარტებით, უკრაინის შსს-ში აადსტურებენ, რომ მახაურის ჩამოართვეს მოწმობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეიხ მანსურის ბატალიონის მებრძოლი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)