|
2017-09-08 12:05:00, 2384 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ახალი მწვანე სივრცეების შექმნა და არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამის შესახებ მან საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამისთვის საჭიროა, ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, არსებული ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა, თუმცა ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. მსგავსი ფაქტი სამწუხაროდ, გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული - არც ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. ეს ადგილები მწვანე სივრცეებს დაეთმობა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს შვილებს სჭირდება. ყველა მძიმე დაავადება გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში არის გამონაბოლქვი, არ არის გამართული სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ დღეს საბურთალოს მოსახლეობას მაჟორიტარობის სამი კანდიდატი დავით უთმელიძე, ავთანდილ ცინცაძე და ვახტანგ შაქარიშვილი წარუდგინა. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)