|
2017-09-07 07:30:46, 2660 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალ „ირმას“ შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
ქარიშხალ „ირმას“ შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქარიშხალს მსხვერპლი კარიბის ზღვის აუზის საფრანგეთის ტერიტორიებზე მოჰყვა. როგორც მედია წერს, კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლის გამო ინფრასტრუქტურა მთლიანად დაზიანდა, მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, „ირმასგან“ მიყენებული ზარალი ასობით მილიონ დოლარს აღწევს. ამ ეტაპისთვის, ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, დროთა განმავლობაში, სტიქია უფრო გაძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქარიშხალი „ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის „ჰარვიზე“ ძლიერია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)