02:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 02:28:20, 2817 ნახვა

სამართალი
საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან  ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს,  ხოლო, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ქვეყანაში შემოიტანა 52 351,55 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაწარმი.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 771 გრამი ოქროს ნაკეთობები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics