|
2017-09-06 11:36:49, 2139 ნახვა
ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს
"სპეკულაციები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, მას ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს. „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ლიკვიდობის მიწოდება ბაზრისთვის, ანუ ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში, პირდაპირ პროპორციულად შემცირდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა. ეს ბუნებრივია, რადგან ეს ორივე ინსტრუმენტი ლარის მიწოდების კუთხით თანაბარწონადია. ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში 2017 წლის ივლისიდან ხორციელდება და ამ დროისათვის, ბაზარს მიეწოდა 450 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით. „თვალი რომ გადავავლოთ რეფინანსირების სესხების გაცემის სტატისტიკას, ვნახავთ 400 მილიონიან შემცირებას. ასევე მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ რესურსს ბანკები აშშ დოლარის საყიდლად იყენებენ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ბანკებს სავალუტო პოზიცია ეხსნებათ, რაც ეროვნული ბანკის შესაბამის რეგულაციებს ეწინაარმდეგება“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მათ შორის, მშპ-ს 4.4 პროცენტიან ზრდაზე, რომელიც 2017 წლის 7 თვეში დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, წარმატებით სრულდება საგადასახადო შემოსავლები. „ჩვენ 2017 წელი დავგეგმეთ საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის 750-მილიონიანი მატებით და ზრდამ მხოლოდ პირველ 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 718 მლნ ლარი შეადგინა. მეტიც, საპროგნოზო მაჩვენებელს ჩვენ 240 მლნ ლარით გადავაჭარბეთ. ასევე მნიშვნელოვანია მიღწევები ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. ამ მაჩვენებლების მატება წინა წლის პარამეტრის მიმართ 28-28 პროცენტი შეადგინა. 23 პროცენტით მეტი მივიღეთ ფულადი გზავნილებიდან. ამდენად, დღეის მდგომარეობით არსებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. „ჩვენი ეკონომიკური წარმატების შესახებ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური მენეჯმენტი არის წარმატებული, საქართველო კი - გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ფლაგმანი ქვეყანა.
(NS)
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)