23:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 07:30:38, 2080 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: მინისტრებს თუ დავიბარებთ, პირველ რიგში მხოლოდ კომპლიმენტების სათქმელად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სხვადასხვა მიმართულებით,  2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე ისაუბრა.  

მან  სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია:

„2017 წლის 7 თვის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები 615 მილიონი ლარით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, რაც საგადასახდო შემოსავლების 12,4%-იან ზრდას ნიშნავს. საგადასახადო რეფორმის შემდეგ, ბიზნეს სექტორს რეინვესტირებისა და განვითარებისთვის 2017 წელს უკვე დარჩა 240 მლნ ლარით მეტი. 2017 წელს გაზრდილია ექსპორტი 28,9 %-ით და 2017 წლის  7 თვეში 11%-ით არის გაზრდილი ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაც. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ამ მომენტისთვის შეადგინა 4,4%-იანი ზრდა, რაც 1%-ით მეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლებზე,კერძო სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 18%-ით არის გაზრდილი და კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებლი 5%-ითაა გაზრდილი. საქართველოს 30,2%-ით მეტი ტურისტი ჰყავს 2017 წელს წინა წლის ანალოგიურ  პერიოდთან შდარებით. 2017 წლის პირველ კვარტალში 403 მლნ დოლარი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტია. ასევე 60%-ითაა გაზრდილი საქართველოდან ღვინის ექსპორტი, 44 ქვეყანაში ხორციელდება ექსპორტი. განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ჩინეთში, საფრანგეთსა და ისრაელში. ასე რომ, მინისტრებს თუ დავიბარებთ, პირველ რიგში მხოლოდ კომპლიმენტების სათქმელად“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics