23:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 05:54:17, 2390 ნახვა

კომენტარი
რატიანი „ქართულ ოცნებას“: თქვენ თავზე გადაახიეთ ვენეციის კომისიას ყველა შეთანხმება

„ქართული ოცნების“ მიერ წარმართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი შეგვიძლია შევაჯამოთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით: "მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, მმართველ გუნდს "ქვეყნის პრესტიჟი არ აინტერესებს".

"ეს არის მთავარი დიაგნოზი მთელი ამ პროცესისა. იმედგაცრუებულია ყველა, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ქართული საზოგადოებაც. პრაქტიკულად თქვენ მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ფაქტობრივად თავზე გადაახიეთ ვენეციის კომისიას ყველა შეთანხმება და მანამდე, მთელი პროცესი, როგორც იყო, რეალურად თქვენ სრულიად სხვა გზით წახვედით. 4 თვის განმავლობაში ჩვენ ერთად დავდიოდით ქალაქ-ქალაქ და თქვენ ამტკიცებდით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, როგორი არა დემოკრატიული არის ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს და მაჟორიტარული სისტემა არის ავტორიტარიზმისკენ გადახრილი, ბოლოს უცებ კი, გამოაცხადეთ, რომ არაფერს არ ცვლით. თქვენ კარგად გესმით, რომ არის არაპოპულარული ნაბიჯი, მაგრამ თქვენ აღარ გაინტერესებთ აღარც თქვენი პრესტიჟი, აღარც ქვეყნის პრესტიჟი, აღარც პოპულარობა", - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics