12:59 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 10:51:14, 2231 ნახვა

კომენტარი
მეუფე დიმიტრი: პატრიარქმა გადაჭრით თქვა - მამა გიორგი ამის ჩამდენი არ არისო

„პატრიარქს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მან გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო“, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, პატრიარქის ძმის შვილმა მეუფე დიმიტრიმ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ პატრიარქთან არ უსაუბრია და მისი პოზიცია არ იცის.

„რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე პატრიარქს, ის ჩვენს ეპარქიაში, ქობულეთში ბრძანდება და პატრიარქმა პირდაპირ გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის, რაც მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც თქვა. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პატრიარქთან არ მისაუბრია“, - განაცხადა მეუფემ დიმიტრიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics