16:15 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-03 09:13:38, 2382 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სახალხო ზეიმს ,,ჩაქვისთავობა" დაესწრო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ჩაქვისთავობა" დაესწრო. სახალხო ზეიმს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მუნიციპალიტეტის  ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მტირალას ეროვნულ პარკში შეკრებილ მოზეიმეებს დღესასწაული მიულოცეს. 

,,ჩაქვის მოსახლეობას, ჩემს ჩაქველებს ვულოცავ არაჩვეულებრივ დღესასწაულს ჩაქვისთავობას. სიკეთის, სიყვარულის, გვერდში დგომის, ტრადიციების, წარმატებების დღეა დღეს და ყველანი ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. წლევანდელი დღესასწაული უფრო საინტერესოა, მრავალფეროვანია პროგრამა. რა თქმა უნდა აქაურობას ჭირდება განვითარება. ჩვენ ვხედავთ წელს გნსაკუთრებით მოჭარბებულ ტურისტებს, ამოსულ სტუმრებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება აჭარაში და კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მინდა აღვნიშნო, რომ წელს იწყება გზის მშენებლობა. 600 ათასი ლარი დაიხარჯება წლევნდელი ბიუჯეტიდან, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაიდება დაახლოებით 1 მილიონ 500 ათასი ლარი, რათა სრულად დაიგოს გზა, ჩაქვისთავამდე მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. ამ ულამაზეს ხეობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ტურისტული თვალსაზრისით.  ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდება ამ მუნიციპალიტეტში",-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

სახალხო ზეიმი ტრადიციულია და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება. წელსაც, ტრადიციისამებრ, ხალას კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. ასევე ნარდსა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო. ღონისძიების ბოლოს საპატიო ჩაქვისთაველები გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები და მედლები გადაეცათ საჩუქრად. 

„ჩაქვისთავობა-2017" ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics