|
2017-09-01 00:50:58, 2788 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება. სხდომაზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები აბსურდულია და დეკანოზის ბრალეულობა არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება. „დღეს დაცვის მხარე წარვდგებით დასკვნითი სიტყვით, შევაჯამებთ სასამართლოს მიმდინარეობას და სასამართლოს მიმდინარეობამდე პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებით დაიწყო. დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ საბოლოო სიტყვას იტყვის. ჩვენს მხარეს იმ ოდენობის და ხარისხის უპირატესობაა სამართლებრივად, რომ თუ სასამართლო არავის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევა და იქნება ობიექტური, გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)