14:18 - 10 May, 2026
|
2017-08-31 04:30:23, 2160 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს
შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, უსაფრთხოების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ წყალზე მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, არ დატოვონ ისინი მეთვალყურეობის გარეშე.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)