20:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 03:30:11, 2139 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე ხანძარი ლოკალიზებული იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვარაუდობს, რომ აბასთუმანში ხანძარი დღის ბოლომდე იქნება ლოკალიზებული.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე ცოცხალი ძალა 1 500-მდე ადამიანის სახით არის წარმოდგენილი, მათ შორის 1 200 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.

მისივე ინფორმაციით, აბასთუმანში 5 ვერტმფრენი უკვე მუშაობს და ქრობის პროცესში უკრაინული თვითმფრინავიც ჩაერთვება.  

"ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და რა თქმა  უნდა ცოცხალი ძალაც. გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა. პირდაპირი კავშირი აქვს ხმელეთს ავიაციასთან და ვერტმფრენებთან, რომლებსაც კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ თუ სად უნდა დაისხას წყალი. ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე, თუკი ამინდი ხელს შეგვიწყობს ხანძარი ფაქტიურად ლოკალიზებული იქნება. 5 ვერტმფრენი მუშაობს უკვე და ასევე ჩაერთვება სულ მალე უკრაინული თვითმფრინავიც. ცოცხალი ძალა დაახლოებით 1 500-მდე ადამიანის სახით არის წარმოდგენილი, აქედან 1 200 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია, დანარჩენები კი, ადგილობრივი მოხალისეები არიან. მათ ძალიან კარგად იციან ლანდშაფტი, ამიტომ ძალიან მხარში გვიდგანან და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics