|
2017-08-26 04:25:01, 2338 ნახვა
საზოგადოება
ლგბტ აქტივისტებმა ბათუმის სასამართლოს წინ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს
თანასწორობის მოძრაობის წევრებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ქმედების წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და მიმართავენ სახელმწიფო სტრუქტურებს, სამართალდამცველ ორგანოებს, რათა მიიღონ ზომები ანალოგიური შემთხვევების პრევენციისთვის. ცნობისთვის, გუშინ თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, გაიმართა ბათუმში ნაცემი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია. როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავეს. მათ მოსანახულებლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე იმყოფებოდა. ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას გარკვეული ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ. მისივე თქმით, სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ. აპარატი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას. დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს საია-ც ადასტურებს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)