|
2017-08-25 09:19:38, 2441 ნახვა
საზოგადოება
სამხედროები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად აწარმოებენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის რამდენიმე კერა აღმოფხვრეს. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლდიმერ ჩაჩიბაია უშუალოდ მონაწილეობდნენ. "გეგმის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეები მეორე და მეცხრე სექტორზე გადანაწილდნენ. ჯარისკაცებმა გარკვეულ უბნებზე ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს, რითიც ხანძრის გავრცელების რისკი თავიდან იქნა აცილებული. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჯარისკაცები საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ლიკვიდირებულ ხანძრის კერებზე სამხედროთა გარკვეული რაოდენობა დარჩება, სადაც ჯარისკაცები პატრულირებას განახორციელებენ ცეცხლის კერების აღმოცენების პრევენციის მიზნით. ამ მომენტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ხანძრის კერების დამუშავების პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობენ. ჯარისკაცები ხანძრის კერების დამუშავებას განაგრძობენ და ადგილზე რჩებიან. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალები საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით დღეს დილიდან ჩაერთვნენ",-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)