|
2017-08-24 05:08:51, 2193 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა
საქართველოს სახალხო დამცველი ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსზე" განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დროულად და ეფექტურად წარიმართოს, ხოლო დამნაშავე პირებმა პასუხი კანონის წინაშე აგონ. "გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 19 აგვისტოს ჰაკერული შეტევა განხორციელდა ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ვებგვერდზე (www.epn.ge), რის შედეგადაც განადგურდა აღნიშნულ მედია–პლატფორმაზე თავმოყრილი ყველა მასალა. ამჟამად ვებგვერდის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ახალი ამბების სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად, ხოლო დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის უნდა არსებობდეს გარემო, სადაც შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ექნებათ. მეორეს მხრივ, არ უნდა დაბრკოლდეს საზოგადოების ინტერესები, ასევე შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია. საქართველოს სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსზე" ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგად განადგურდა backup და ყველა ფაილი. ამ დროისთვის ვებ-გვერდმა მუშაობა განაახლა. აღდგენილია ყველა წაშლილი ფაილი და არქივი. მომხდართან დაკავშირებით რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი განცხადება შეიტანა, რის საფუძველზეც მიმდინარეობს გამოძიება.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)