|
2017-08-24 03:43:12, 2245 ნახვა
საზოგადოება
სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული ვერტმფრენია ჩართული. გავრცელებული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ დუშეთის რაიონის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე მონაწილეობს ცოცხალი ძალა. ვაჟა ჩოხელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხდება. „მუშაობს ვერტმფრენი, ადგილზეა სახანძრო სამაშველო სამსახური, სატყეო სამსახური. მთლიანად მობილიზებულია ყველა. ერთი ვერტმფრენი მუშაობს. ალბათ დღის ბოლომდე მოხდება ლიკვიდაცია“,-განაცხადა ვაჟა ჩოხელმა. გამგებლის განმარტებით, თვალივში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო, თუმცა ქარი ამოვარდა და ცეცხლი გააღვივა. ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ხანძრის არეალი არ გაზრდილა და არც მოსახლეობას ემუქრება საფრთხე. „არც გავრცელების საშიშროება არაა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული ხანძარი. ახლა ლოკალიზაცია მიმდინარეობს. ვერტმფრენი ძალიან დაგვეხმარა“,-აღნიშნა დუშეთის რაიონის გამგებელმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)