|
2017-08-23 07:34:37, 2214 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი მრევლს და სასულიერო პირებს მიმართავს, ლოცვა გააძლიერონ
საქართველოს საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს. პატრიარქი მოუწოდებს მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და, საერთოდ, ვიდრე ქვეყანაში არსებული პრობლემები არ მოგვარდება. უწმინდესი საქართველოს ეკლესიის სახელით, მადლობას უხდის მეზობელ ქვეყნებს სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს დახმარებისთვის და განსაკუთრებულად ლოცავს ბორჯომის მოსახლეობასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც განსაცდელში იმყოფება: „ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა, საქართველოს მთელი მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ. მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე. ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და, საერთოდ, ვიდრე ეს პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა,-შესაძლებლობისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლის ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე...“ შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა დ ჩვენი ხალხი. განსაკუთრებულად ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს; ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი“,-ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)