|
2017-08-23 02:44:02, 3251 ნახვა
საზოგადოება
ბელარუსის კუთვნილი ვერტმფრენი МИ-26 ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო
ბელარუსის პრეზიდენტის დავალებით, საქართველოში გამოფრენილი ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად უკვე ბორჯომის ტყის მასივის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26 ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენია. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის 6 ვერტმფრენი მუშაობს. კერძოდ, ხანძარს თურქეთის 2, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2, აზერბაიჯანის 1 და ბელარუსის 1 ვერტმფრენი ებრძვის. ასევე, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თურქეთის სამაშველო თვითმფრინავი. პარალელურად, მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)