|
2017-08-18 18:06:31, 2239 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. როგორც საგარეო საქმეთა სმაინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. "შეძრწუნებული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს და მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)