|
2017-08-18 17:21:17, 2925 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: მნიშნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს და გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ
„მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენ გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება. „ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით გავუძღვე ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ჩვენ ყველა წარმოვადგენთ საზოგადოების ნაწილს და ვმონაწილეობთ ქვეყნის განვითარების პროცესში. ამიტომ მჯერა ახლო მომავალში ჩვენ კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, მსჯელობისა და შეთანხმებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენ გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, წინ გვაქვს ასევე შესაძლებლობა შევხვდეთ სტრასბურგშიც, ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაზე, კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს ცნობილია. ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზე პარტიული პრეზიდენტით. მე ვფიქრობ ჩვენ შორის შედგება შეთანხმება, უმთავრესი ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიადობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. მინდა გთხოვოთ დღეს თითოეულმა პარტიამ ის საკითხები, რისი ასახვაც ახალ კონსტიტუციაში გსურთ და ასევე ის საკითხები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც თქვენ მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)