11:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 15:42:37, 2189 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის შს მინისტრს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ესპანეთის სამეფოს შინგან საქმეთა მინისტრს, ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„შეძრული ვარ უკანასკნელი მოვლენებით და უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ იმ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლის გამო, რაც ესპანეთის სამეფოში, ბარსელონაში, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს მოჰყვა. გთხოვთ, ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენი ფიქრები დღეს დაღუპულებთან, მათ ოჯახებსა და ახლობლებთან, ესპანელ ხალხთან არის.

ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა პრინციპულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი თავისუფალი და ღია საზოგადოებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო გაერთიანებულია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ისეთ ბოროტებას, როგორიც არის ტერორიზმი. ბარსელონას ტრაგედია არის მორიგი სიგნალი, როდესაც ჩვენ მტკიცე ზომების მიღება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ესპანეთის სამეფოს მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამავდროულად, მტკიცედ გვწამს, რომ ვერაფერი აღუდგება წინ ესპანელი ხალხის სწრაფვას თავისუფლების, უსაფრთხოებისა და განვითარებისაკენ“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics