|
2017-08-18 14:29:42, 2632 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა
ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად მაროკოელი მუსა უკაბირი დაასახელა, - ამის შესახებ El Mundo იუწყება. მედია სასუალების ინფორმაციით, მუსა უკაბირი 17 წლის არის და ის ესპანეთის მოქალაქეა. სამარტალდამცველები ვარაუდობენ, რომ სწორედ უკაბირი მართავდა მიკროავტობუსს, რომელიც ხალხში შეიჭრა. მედიის ცნობით, კატალონიის პოლიცია მუსა უკაბირს ამ დრომდე ეძებს. Reuters-ი წერს, რომ თავდაპირველად მიკროავტობუსის მძროლად მუსას ძმა დრის უკაბირი მოიაზრებოდა, რადგან ავტომობილი მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთით იყო ნაქირავები. პოლიციამ დრის უკაბირის ფოტო მაშინვე გაავრცელა. მოგვიანებით, დრის უკაბირი პოლიციას ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას საბუთები მოპარეს. მისივე თქმით, განცხადების შეტანა ვერ მოასწრო, ხოლო შემდომ მედიით გავრცელებული საკუთარი ფოტო ნახა. უკაბირის განმარტებით, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიციაში თვითონ მისულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)